logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც რეალურად გვეხმარებიან
- +

28 თებერვალი. 2022. 10:16

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას ავრცელებს.

 

„უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ევროპულიც გახდა - ახლა უკვე ნახევარი ევროპა გვიგზავნის იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. დახმარების მასშტაბები გაიზარდა. ახლა დასავლეთისგან გამოყოფილნი აღარ ვართ, თუმცა, არის მხარდაჭერა სამხრეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან და ატლანტის ოკეანის გადაღმაც. ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა განრისხებული ტირანის მორჩილებაზე და ეს ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner