logo_geo
eng_logo
კიევის თავდაცვაზე პასუხისმგებელი პირი: ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება - რუსულ ჯარებს ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან
- +

28 თებერვალი. 2022. 10:21

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკის განცხადებას აქვეყნებს. ის საომარ მდგომარეობაში მყოფი დედაქალაქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი.

 

„მტერი აგრძელებს მცდელობებს, გაარღვიოს კიევის თავდაცვა. რუსული ჯარების კოლონებმა არაერთხელ სცადეს დედაქალაქის გარეუბანზე შეტევა. მტრის ძალების ყველა მოძრაობა კონტროლის ქვეშ იყო და დროული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიზნის მიღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა. განადგურდა საოკუპაციო ტექნიკა, მტერმა მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგები განიცადა. რუსული ჯარები დემორალიზებულები და გამოფიტული არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“, - ამბობს გენერალ-პოლკოვნიკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner