უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, ეროვნულმა გვარდიამ და დონეცკის ოლქის პოლიციამ, მარიუპოლში, რუსი სნაიპერი დააკავა.
„28 წლის დაკავებული პირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მან აღიარა, რომ უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების მისიით ჩამოვიდა. დაკავებულს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) და 332-2 მუხლის მე-3 ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) ედება“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
უკრაინის ნაციონალური პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროებს და ავრცელებს ფოტოს, რომელზეც მისი სახე დაფარულია.
უკრაინის გენშტაბმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბრძოლებთან ერთად, სისტემატურად უწევთ ბრძოლა დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებებთან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში არიან გადაცმულნი, მაგრამ რუსული ტყვიაგაუმტარი ჟილეტები აცვიათ.