„მტერი დემორალიზებულია და მძიმე დანაკარგებს განიცდის“, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსულ ჯარში დეზერტირობის მრავალი შემთხვევაა.
„დაფიქსირდა დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის მრავალი შემთხვევა. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ. უკრაინის დამცველები აგრძელებენ სტაბილურ დაცვას. დიდება უკრაინას! ერთად გავიმარჯვებთ!“ - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.