logo_geo
eng_logo
დარბაზი გადაჭედილია!- Black Sea Arena ვანესა მეის კონცერტისთვის ემზადება!
- +

6 აგვისტო. 2016. 21:43



„Black Sea Arena"-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეის  კონცერტი იწყება.


„რეპორტიორის" კორესპონდენტის ცნობით არენას დარბაზი უკვე სავსეა. რამდენიმე წუთში კი მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე საოცარ შესრულებას დაიწყებს.


დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.


ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო".

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner