logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის „ნაცმოძრაობა" უკრაინა-რუსეთის ომის საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს
- +

28 თებერვალი. 2022. 12:06

 

 

„ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოქმედების გეგმა დეტალურად ჩამოუწერიათ, მინიმუმ ხელისუფლების დისკრედიტაცია და მაქსიმუმ საქართველოს საომარ კონფლიქტში ჩარევა განუზრახავთ! ცხადია მათ არა უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის ბედი ადარდებთ არამედ, ამ ფონზე საქართველოში ქაოსის და არეულობის მოწყობა უნდათ!“ - თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ ექსკლუზიურ მასალას ეხმიანება.

 

„ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის, „მოშიმშილე“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინა-რუსეთის ომის საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. რუსეთის მეხუთე კოლონა უკრაინაში და საქართველოში შეხმატკბილებულად მოქმედებს: იქ ალექსეი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს და მოსახლეობას სოხუმისკენ და ცხინვალისკენ გასეირნებისკენ მოგვიწოდებს, აქ ელენე ხოშტარია უკრაინის მხარდამჭერი აქციების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოქმედების გეგმა დეტალურად ჩამოუწერიათ, მინიმუმ ხელისუფლების დისკრედიტაცია და მაქსიმუმ საქართველოს საომარ კონფლიქტში ჩარევა განუზრახავთ! ცხადია, მათ არა უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის ბედი ადარდებთ, არამედ, ამ ფონზე საქართველოში ქაოსის და არეულობის მოწყობა უნდათ! საქართველოს არასდროს აგარევინებთ, არასდროს! ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებით, ვერასდროს! #მშვიდობადაწარმატებებიუკრაინას #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“ - წერს ბოჟაძე - facebook -ზე.

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=181539

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner