logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: გამოჟონა „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან მათი მოქმედების გეგმამ, თუ რას უპირებენ ჩვენს, ისედაც დანის წვერზე მოსიარულე ქვეყანას
- +

28 თებერვალი. 2022. 12:10

 

 

,,არ გამოვა ეს ამბავი, ისევე როგორც არ გამოვიდა ყველა ის გეგმა, რაც აქამდე ჰქონდათ. მაქარაშვილის ასაყირავებელი სახელმწიფო მე არ მაქვს! ქუდზე კაცი გამოვა და ქვეყანას არ აგარევინებთ!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მოპოვებულ გეგმას.

 

როგორც ნინო ფოჩხუა წერს, რუსეთის მეხუთე კოლონა, ალბათ ქვეყნის გარეთ მყოფი, მსოფლიო სტაბილურობის მტრების დახმარებით, ქვეყნის არევას ცდილობს.

 

„მაშინ, როცა სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, არ ვიცით ხვალ საერთოდ ვიქნებით კი? ამ დროს ჩვენთან, რუსეთის მეხუთე კოლონა, ალბათ ქვეყნის გარეთ მყოფი, მსოფლიო სტაბილურობის მტრების დახმარებით, ქვეყნის არევას ცდილობს. ამათ ვერ გაიგეს, სახელმწიფო შემდგარია ყველა თავისი ინსტიტუტით და უსაფრთხოების სამსახური თავის სიმაღლეზეა. აი, გამოჟონა ნაცმოძრაობის ოფისიდან მათი მოქმედების გეგმამ, თუ რას უპირებენ ჩვენს, ისედაც დანის წვერზე მოსიარულე ქვეყანას. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე? არ გამოვა ეს ამბავი, ისევე როგორც არ გამოვიდა ყველა ის გეგმა, რაც აქამდე ჰქონდათ. მაქარაშვილის ასაყირავებელი სახელმწიფო მე არ მაქვს! ქუდზე კაცი გამოვა და ქვეყანას არ აგარევინებთ! არ დავბრუნდებით იმ ჭაობში, რაც ადრე იყო და დღემდე რასაც მისტირით!“ - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=181539

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner