logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ხალხი გააფთრებული ომობს, მთელი სამყარო დარაზმულია, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და ეს პოლიტიკური მაიმუნები იმაზე ფიქრობენ, იქნებ ეს ყველაფერი, ჩვენ სასახელოდ გამოვიყენოთო
- +

28 თებერვალი. 2022. 12:49

 

 

„უკვე ძნელია, რა დავარქვათ ამას, კიდევ ერთი მცდელობა თუ კიდევ ერთი დანაშაული. უკვე მერამდენედ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, მისი ფლაგმანის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევას, რომლის შედეგი ხელისუფლების დამხობა უნდა იყოს,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმას, რომელიც პარტიის ოფისიდან მოიპოვეს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თუ ადრე საქართველოში ცალკეული ოჯახების ტრაგედია უნდა ყოფილიყო მათთვის დამხმარე ინსტრუმენტი, ამჯერად უკრაინაში მიმდინარე ომი გახდა მათთვის საშველი.

 

„უკვე მერამდენედაა, როდესაც დაბალი რეიტინგის და საზოგადოების ნული მხარდაჭერის პირობებში ცდილობენ ისევ ადამიანების უბედურებაზე და გვამებზე მოითბონ ხელი. თუ კი ადრე საქართველოში, ცალკეული ოჯახების ტრაგედია უნდა ყოფილიყო მათთვის დამხმარე ინსტრუმენტი ამჯერად უკრაინაში მიმდინარე ომი გახდა მათთვის საშველი. გეგმა შეუმუშავებიათ, სადაც პუნქტებად აქვთ გაწერილი რა უნდა გააკეთონ. ჩემთვის კი საყურადღებო განსაკუთრებით ის პუნქტებია, სადაც, „ნაცებს“ უნდათ, რომ „მოსახლეობას ყოველ მომენტში (ბანერებით, კლიპებით, აქციაზე მიტანილი ეკრანით) დავანახოთ კავშირი 2008 წლის გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და კიევის სისხლისღვრას შორის. ვიზუალიზაცია უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების ლიდერების განცხადებების აუდიოჩანაწერების ფონზე!“ ხედავთ, როგორ უნდათ პარალელი უნდათ გაავლონ? ოღონდ ის ავიწყდებათ, როგორ მიატოვა და გაწირა მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა, რასაც უკრაინელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, უკრაინელებმა ქალებს და ბავშვების ევაკუაცია განახორციელა, მამაკაცები კი სამხედროებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოლომდე იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მთავარსარდალ სააკაშვილის და ზელენსკის შედარება კი საერთოდ როგორ შეიძლება, ზელენსკი არც ჰალსტუხს ჭამს და არც მიწაზე ფორთხავს, ყოველდღე ჯართან ერთადაა, სიტუაციას არათუ მართავს, არამედ მთელი დასავლეთის მობილიზაცია შესაძლებელი გახადა. „ნაცები“ თავის გეგმაში ამბობენ, რომ „ირიბად შევეცადოთ, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში არ მოახდენს საქართველოში შემოჭრასო.“ 2008 წლის ომის დროს, ჯერ სააკაშვილი, შემდეგ რეინტეგრაციის მინისტრი იაკობაშვილი და მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია, უტიფრად აცხადებენ რუსები არ ერევიან სამხედრო მოქმედებებში და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენო, არადა რეგულარულ არმიას როკის გვირაბი გადმოკვეთილი ჰქონდა და სამხრეთისკენ მიემართებოდა. „ოპოზიცია უნდა გავიდეს პარლამენტიდანო,“ ხომ საერთოდ მაგიჟებს უკვე, ან რატომ ხართ ან რას აკეთებთ, გარდა ავი საქმისა.

 

და ბოლოს, „უკრაინა ისეთ „ხოდზეა’’ როგორც მინიმუმ ეს 7-10 დღე უნდა გაძლონ, რაც ჩვენ ამ გეგმებში ძალიან დაგვეხმარებაო!“ ხალხი გააფთრებული ომობს, თავის ქვეყანას იცავს, მშვიდობიან მოსახლეობა იღუპება, მთელი სამყარო დარაზმულია, აქეთ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და ეს პოლიტიკური მაიმუნები იმაზე ფიქრობენ იქნებ ეს ყველაფერი, ჩვენ სასახელოდ გამოვიყენოთო. აი, რეალურად რა არის სირცხვილი და თავის მოჭრა, თორემ იმას ყველა ვხვდებით და ვაცნობიერებთ, რომ არც ერთი არაა თავის შვილების გამშვები ომში, არც ქმრების და თუნდაც საყვარლების. სხვის შვილების გაწირვაზე კი ყოველთვის მზად არიან უკრაინაში თუ საქართველოში“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner