უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და უკრაინის მოსახლეობას მიმართა.
„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ყველა ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს სახელმწიფოზე - ჩვენს ლამაზ უკრაინაზე. ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და თავის წილ ბრძოლაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.