logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა „ნაცმოძრაობის“ გავლით საქართველოში...
- +

28 თებერვალი. 2022. 13:22

 

 

„ახლა მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლით საქართველოში ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე. სადღაც, გაუგებარ საიტზე იდება ფეიკ-რუკა, რომელშიც საქართველო რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული. შემდეგ ეს რუკა „შემთხვევით“ ხვდება ნაცის ხელში, რომელიც „აღშფოთდება“ ამ ფაქტზე, გამოხატავს აგრესიას და მთავრობას, ხელისუფლებას აბრალებს ამ ფეიკს“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ანანო ბაკურაძის facebook-პოსტს, სადაც ბაკურაძე აზიარებს საეჭვო რუკას და ამ საბაბით საზოგადოების აღშფოთებას ცდილობს.

 

„ახლა მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლით საქართველოში ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე. სადღაც, გაუგებარ საიტზე იდება ფეიკ-რუკა, რომელშიც საქართველო რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული. შემდეგ ეს რუკა „შემთხვევით“ ხვდება ნაცის ხელში, რომელიც „აღშფოთდება“ ამ ფაქტზე, გამოხატავს აგრესიას და მთავრობას, ხელისუფლებას აბრალებს ამ ფეიკს. ასევე მოუწოდებს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, ხოლო რუკით „აღშფოთებული“ ითხოვს პროვოკაციულად საჰაერო ცის ჩაკეტვას... ხომ ელემენტარულია, მაგრამ სამწუხაროდ მუშაობს და ხალხს ამის ახსნა სჭირდება. გთხოვთ, არ აჰყვეთ მსგავს პროპაგანდას, ის მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის!“ - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner