logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ
- +

28 თებერვალი. 2022. 15:47

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი,  პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

 

გვაქვს აქტიური კომუნიკაცია  ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და  ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების  მიხედვით იგეგმება.

 

მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად.

 

აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.

 

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს  მთავრობის დახმარებით უზრუნველვყოფთ.

 

☎️ აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - 599 62 65 61

 

ზუგდიდის მერია - 591 44 54 18

 

ფოთის მერია - 577 92 78 78

 

მესტიის მერია - 595 09 85 30

 

ხობის მერია - 599 85 60 99

 

სენაკის მერია - 599 28 72 40

 

აბაშის მერია - 599 44 88 58, 599 85 47 12

 

მარტვილის მერია - 591 00 78 70

 

ჩხოროწყუს მერია -599 85 65 77

 

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე:

 

ზუგდიდი - სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222

 

ფოთი - ნინო ჟვანიას ქ. N 7 მეორე საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი

 

ხობი -  ცოტნე დადიანის ქ. N189 (კულტურის სახლი)

 

სენაკი - გოგოლაძის მოედანი #1 (თეატრალური მოედანთან)

 

აბაშა - მუნიციპალიტეტის მერია - მის: ქ. აბაშა ტროფი დარასელიას ქ. N1

 

მარტვილი - კულტურის სახლი - მის: თავისუფლების ქ.N7

 

ჩხოროწყუ - დავით აღმაშენებლის #1, მერიის შენობა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner