მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს „გრადებით“ მასიურად ბომბავენ. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გერაშჩენკოს ინფორმაციით ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია.
„ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს! ოკუპანტი კლავს!“ - წერს გერაშჩენკო.