„რუსთავი 2 მართალი იყო, ვანესსა მეიზეც ისევ "1000კაცი" მოვიდა"- ასე აფასებს ფონდი „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური Black Sea Arena-ზე ვანესა მეის კონცერტს, რომელიც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
კონცერტი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო".