„აი, იმ არჩევნებზე ნახავ, რომ „ნაცების“ სამსახურში დგომაზე დიდი ღალატი არაფერია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას ფეისბუქ-სტატუსს.
„ეს მზეთუნახავი, ჩრდილში დაბმული ბოჩოლასავით რომ გამობღავილდება ხოლმე, მოროშავს და ისევ სოროში შევა, ერთ რამეს ვერ ხვდება - ამ ქვეყნის სათავეში იდგა, ქვეყანას მართავდა, მერე მელიასთვის გადადგა და ახლა ჭკუას ასწავლის სხვას - ამ ყველაფერს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და არჩევნებიც მოვა... აი, იმ არჩევნებზე ნახავ, რომ „ნაცების“ სამსახურში დგომაზე დიდი ღალატი არაფერია“, - წერს ექსპერტი facebook-ზე.