„რეპორტიორის" კორესპონდენტის ცნობით არენას დარბაზი უკვე სავსეა. „Black Sea Arena"-ს სცენაზე ვანესა მეის კონცერტი ანშლაგით მიმდინარეობს.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო".