logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გარეწარი, მოღალატე გახარიასგან, იდიოტი „ნაცებისგან“ ჭკუა-დამრიგებლობას საზოგადოება ვერასდროს მიიღებს სერიოზულად
- +

28 თებერვალი. 2022. 17:18

 

 

„გახარიას მარგინალო მხარდამჭერნო, თუნდაც უცხოეთთან უამრავი კომუნიკაციიდან გამომდინარე, გოიმია ეს არსება და მას სერიოზულად არ აღიქვამენ საერთაშორისო ველზეც!“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას facebook-სტატუსს.

 

ანალიტიკოსის თქმით, ქემოკლიძეები და მეზვრიშვილები საერთოდ არავის ახსოვს.

 

„გარეწარი, მოღალატე გახარიასგან, იდიოტი „ნაცებისგან“ ჭკუა-დამრიგებლობას საზოგადოება ვერასდროს მიიღებს სერიოზულად! გახარიას მარგინალო მხარდამჭერნო, თუნდაც უცხოეთთან უამრავი კომუნიკაციიდან გამომდინარე, გოიმია ეს არსება და მას სერიოზულად არ აღიქვამენ საერთაშორისო ველზეც! უბადრუკი, ქაჯი ქემოკლიძეები და მეზვრიშვილები საერთოდ არავის ახსოვს. ვიმეორებ - ვიყავი მისი მხარდამჭერი, მაგრამ პოლიტიკაში, სამეგობროში, სანათესავოში მოღალატეს არასდროს დავინდობ!“ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner