საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ჩანაწერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებს. ამიტომ, ქვეყნის მთავარ კანონში ყველაფერი ისევე თვალსაჩინოდ უნდა გაიწეროს, როგორც - სამოქალაქო კოდექსში. ეს, გარკვეულწილად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ვინაიდან ამ თემით სპეკულირება მუდმივად ვნებათაღელვას წარმოშობს. ჩვენი მომავლისთვის და თვითმყოფადობისთვის ეს მნიშვნელოვანია და "ქართული ოცნების" პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. კოალიციის ლიდერმა მკაფიოდ განსაზღვრა ჩვენი მიმართულება. ესაა იმ ეროვნული ფასეულობების რეალიზაცია, რომელზეც ქვეყანა დგას და მეორე - ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განაცხადა ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში.