საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.
60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა საწყის ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა კანადის წარმომადგენელი სერჯიო პესოა და ბულგარელი იანისლავ გერჩევი, მეოთხედფინალში კი ტიტულოვან იაპონელ ტაკატო ნაოჰისას იპონით სძლია.
ამირან პაპინაშვილი 1/2 ფინალში რუსეთის წარმომადგენელ, ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.
ვაჟ ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 წუთიდან დაიწყება.