logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ტვ პირველზე“ რაულ ჩილაჩავა საუბრობდა, სწორად იქცევა ჩვენი ხელისუფლება, როდესაც ატარებს ფრთხილ პოლიტიკას, რადგან საქმე გვაქვს უკიდურესად საშიშ მტერთან და რა ქნა „ტვ პირველმა“? გააწყვეტინა საუბარი და დაემშვიდობა
- +

28 თებერვალი. 2022. 18:12

 

 

„ეს არის ქვეყნის მტრობა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი და ეს არის უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს სამხედრო კონფრონტაციაში. არ გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ ასეთი უსისხლო რეზიდენტები?!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველზე“  ლატვიაში უკრაინის ყოფილი ელჩის რაულ ჩილაჩავას ჩართვას.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, ეს არის ქვეყნის მტრობა და ნაციონალური მოძრაობის ნარატივი.

 

„ტვ პირველზე“ რაულ ჩილაჩავა საუბრობდა, მან დაიწყო უაღრესად ზუსტი პოზიციონირება და ამბობდა, რომ სწორად იქცევა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, როდესაც ატარებს ფრთხილ პოლიტიკას, რადგან საქმე გვაქვს უკიდურესად საშიშ მტერთან და რა ქნა ამ დროს „ტვ პირველმა“? გააწყვეტინა საუბარი და დაემშვიდობა... აი ეს არის ქვეყნის მტრობა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი და ეს არის უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს სამხედრო კონფრონტაციაში. არ გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ ასეთი უსისხლო რეზიდენტები?!!“ - წერს დავით ქართველიშვილი FACEBOOK-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner