ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ბეჟაშვილს მიმართავს:
„ნაციონალების" შეხვედრა დედოფლისწყაროს „მრავალათასიან" მოსახლეობასთან!
მივმართავ ლევან ბეჟაშვილს:
ლევან, შენ ჩემ სოფელში გაქვს ფესვები, ორივე იქ გავიზარდეთ, ორივემ ვიცით ჩვენი ქიზიყის ხასიათი და ბუნება... მე პირადად, სულ რომ არაფერი მეღირსოს ცხოვრებაში, ასე თავს არ დავიმცირებ. გეფიცები, ამაზე ასჯერ მეტ ხალხს მოვაგროვებ, თუკი ნებისმიერ უბანში 5-10 წუთით მაინც „დავაბირჟავებ".
ადრეც დავწერე, ცოტა ხნის წინ ერთ ადგილას მანქანის საბურავი დამეშვა და უცებ 500-მდე კაცი დამადგა თავზე. შემრცხვა, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. ამდენი არ დამიმსახურებია. ამით იმას არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი ან მაგარი ვარ, უბრალოდ, ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე არასოდეს არაფერი მითხოვია ქიზიყელებისთვის, არც ბიზნესი მიკეთებია, არც სარგებელი მიმიღია და არც ქვები დამიშენია ვინმესთვის. შენ ყველაფერი მიიღე და რაც მეტი გაქვს, უფრო მეტი გინდა!
ლევან, გეყოფა, სიღნაღი და დედოფლისწყარო ხმას არ მოგცემს, რადგან შენი კუთხისთვის არასოდეს არაფერი მიგიცია. თავს ნუ იმცირებ, შენს მაგივრად მე ვწითლდები!"- წერს ზედელაშვილი.