logo_geo
eng_logo
დახმარება უკრაინას
- +

28 თებერვალი. 2022. 20:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს:

 

კასპის მუნიციპალიტეტი მოძმე უკრაინელი ხალხისათვის იწყებს ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

 

მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები მოხმარდება განსაცდელის წინაშე მდგომ უკრაინელთა ოჯახებს. მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესექტორს და მოქალაქეებს.

 

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

 

ტვირთის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია 1 მარტიდან ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

 

მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38

 

კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები:

599 95 29 13; 599 85 74 24;

#გავერთიანდეთუკრაინისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner