logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: პარლამენტარობა „ჟეკის პრარაბობა“ გონიათ...
- +

6 აგვისტო. 2016. 23:02



პუბლიცისტი პაატა ქურდაძე წინასაარჩევნო სამზადისში ჩართულ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „სამარცხვინოა ასეთი იაფფასიანი კამპანიის წარმოება კანდიდატების უმეტესობისაგან, როგორსაც  „რუსთავი 2"- ის კურიერში უყურებს."



„რომ არ ვცოდე რა ცრუპენტელებიც არიან, ვიფიქრებდი, რომ მაჟორიტარების კანდიდატების უმრავლეობას პარლამენტარობა "ჟეკის პრარაბობა" გონიათ - მაინცა და მაინც არჩევნების წინ რომ იწყებენ საარჩევნო უბნებში კედლის ბზარების ზომვას, ოჯახებში ელექტრო, წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მდგომარეობის შემოწმებას და მოსახლეობის "პოსლეზე" მოქრთამვა - გადაბირებას, რაც კანონით აკრძალულია.

 

საერთოდ პარლამენტარი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ერთი კონკრეტული უბნის ინტერესების წარმომადგენელი, ლობისტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ძალიან სამარცხვინოა ასეთი იაფფასიანი კამპანიის წარმოება კანდიდატების უმეტესობისაგან, როგორსაც ახლა რ2 ის კურიერში ვუყურებ. როგორც ვხვდები ვაკის მაჟორიტარი მხოლოდ ვაკელებზე იზრუნებს, გლდანის გლდანელებზე, კახაშურელი ხაშურლებზე და ა.შ... საპარლამენტო კი არა ადგილობრივ არჩევნებს გავს ეს ყველაფერი და სირცხვილია."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner