„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 28 თებერვალს ციხიდან გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.
ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს უთავმოყვარეოს და ქვეყნის მტერს უწოდებს.
„ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო. ეს უთავმოყვარეო ჯაყო! ეს ქვეყნის მტერი - ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ პირველი არაა. ასე იპარავს და ითვისებს, და ხრწნის ყველაფერს. ვინც ამ ქვეყნის მტრობასა და გახრწნაში მონაწილეობს, იმას აშუქებენ! ვინც ამას ეწინააღმდეგება - არა. ასე რჩება ბიძინა მთავრობაში“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.