„ჩემი დიდი მხარდაჭერა თითოეულ ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს მხარდაჭერასა და გულისტკივილს იმ ამბების გამო, რაც ჩვენს მოძმე უკრაინაში ხდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ არის იმის ნიშნები, რომ პოლიტიკური აქტორები ეცდებიან ამ გულწრფელი ემოციის საკუთარ სამსახურში ჩაყენებას. ეს, რა თქმა უნდა, ამორალური ქმედებაა მათი მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.