საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, ნამდვილად არ დაიჯერებს იმას, რომ ეს პროტესტი ანტისახელისუფლებო აქციებში უნდა გადაიზარდოს.
მისი თქმით, ამ დროს რადიკალური ოპოზიცია პოულობს დროს იმისთვის, რომ თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები განახორციელოს.
„ამ დროს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პოულობს დროს იმისთვის, რომ უკრაინაში ომის ფონზე და ომით თავის სუბიექტური პოლიტიკური მიზნები განახორციელოს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, ნამდვილად არ დაიჯერებს იმას, რომ ეს პროტესტი ანტისახელისუფლებო აქციებში უნდა გადაიზარდოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.