logo_geo
eng_logo
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის წევრი: რიგი მნიშვნელოვანი პუნქტები გამოვნახეთ, რომელზეც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია
- +

28 თებერვალი. 2022. 21:25

 

 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის წევრმა, რუსეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა მნიშვნელოვანი პუნქტები განსაზღვრეს, რომელზეც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

 

„რიგი მნიშვნელოვანი პუნქტები გამოვნახეთ, რომელზეც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. უკრაინული დელეგაცია მზად იყო, მოესმინა და მონაწილეობა მიეღო ამ საკითხების არსის დეტალურ განხილვაში“, - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

 

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა რიგი პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რომლებთანაც დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები შეინიშნება და ახლა ორივე ქვეყნის დელეგაციები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის მიემგზავრებიან, რათა ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა მიიღონ. მხარეებმა ასევე განიხილეს უახლოეს დროში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner