უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებები რთული იყო.
„მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა ყოველგვარი სავალდებულო ულტიმატუმების გარეშე. სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ უკიდურესად მიკერძოებულად უყურებს მის მიერ წამოწყებულ დესტრუქციულ პროცესებს“, - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.