logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, ეს მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე
- +

28 თებერვალი. 2022. 22:13

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია.

 

„პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.

 

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე”, - წერს ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner