საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია.
„პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.
უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე”, - წერს ზურაბიშვილი.