logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საქართველოს როლი არის ჩვენი მეგობრების ძლიერ და მაქსიმალურ მხარდაჭერაში და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვაში
- +

28 თებერვალი. 2022. 22:15

 

 

რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს როლზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ როგორიც რუსეთში ასევე უკრაინაში, პანდემიის გამო კი საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ვითარებამ გამოსწორება დაიწყო.

 

„ამ რთულ კონსტელაციაში უნდა დავფიქრდეთ, რა არის საქართველოს როლი. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს როლი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების ძლიერ და მაქსიმალურ მხარდაჭერაში და, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვაში. ამასთან, მხედველობიდან არასოდეს უნდა გამოგრჩეს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ბუნებრივია, როდესაც გარკვეული ძალა არის ხელისუფლების სათავეში, მან უნდა მოახერხოს ამ ბალანსის გონივრული დაცვა - ერთი მხრივ, მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ამავდროულად სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner