logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ, როგორღაც უნდა ვიაროთ კვლავ მშვიდობის გზაზე, თან ისე, რომ ჰუმანიტარულად და პოლიტიკურად დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დიდი განსაცდელშია
- +

28 თებერვალი. 2022. 22:28

 

 

„ჩვენ როგორღაც უნდა ვიაროთ კვლავ მშვიდობის გზაზე, თან ისე, რომ ჰუმანიტარულად და პოლიტიკურად დავეხმაროთ იმ უკრაინელ ხალხს, რომელიც ახლა ძალიან დიდი განსაცდელშია“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკასთან საუბრისას.

 

„მსოფლიოში ყველა სახელმწიფო და ყველა ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოთაშორისია, გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესით. ის, რაც არის ქართველი ხალხის სიცოცხლე და დაცულობა ჩვენი ინტერესია, ჩვენი ეკონომიკის დაცულობა, რომელიც პანდემიის შემდეგ ძლივს ბარბაცებს, მაგრამ აქვს გარკვეული შედეგები - ჩვენ როგორღაც უნდა ვიაროთ კვლავ მშვიდობის გზაზე “, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner