logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მისასალმებელია ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება, უბრალოდ დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქეს უცხოელი ელჩის განცხადება სჭირდება, რათა დაიჯეროს, რომ მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს
- +

28 თებერვალი. 2022. 22:28

 

 

„მისასალმებელია ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება, რომ ის აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. უბრალოდ, დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქეს უცხოელი ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება სჭირდება, რათა დაიჯეროს, რომ მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკასთან საუბრისას, აშშ-ის ელჩის განცხადების პასუხად დასმული კითხვის პასუხად.

 

„ალბათ, ეს არის ის კოლონიური მენტალიტეტი, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან შემოგვრჩა - თუკი უცხოელი იტყვის, ე.ი. რაღაც ხდება და თუ უცხოელი არ იტყვის, მაშინ, არ გვინდა, რომ დავინახოთ. რა თქმა უნდა, მადლობა ქალბატონ ელჩს ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯების ობიექტური შეფასებისთვის, მაგრამ აუცილებელი და საჭირო არ არის, რომ ელჩმა მიგანიშნოს, რა არის სწორი, დადებითი. მუდმივად არ ვიყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქის ანალიზის მოლოდინში, რომ მივხვდეთ, რას ვეცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner