„ოპოზიცია და ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი უპასუხისმგებლო მოქალაქე ცდილობს დააკომპლექსოს ჩვენი საზოგადოება და გამოცდას უტარებს რამდენჯერმე საათში. აბა იტყვი, რომ უკრაინას მხარს უჭერ, შეაგინებ რუსეთს და ა.შ. ვუსმინოთ იმას, რაც არის გონება. ქართველს არ აკლია გონება და გონივრულობა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა ყველაფრის მოსმენისა და ყველაფერზე დაკვირვების საშუალება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ არიან ადამიანები, ძალები, რომლებიც [ფიქრობენ] - ოღონდ ეს მთავრობა გადააყენონ და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. თუნდაც ეს დაჯდეს ქართველი ადამიანის სისხლის ფასად. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი აქ იქნება თუ არა ომი. აი ეს დასკვნა გავაკეთე მე იმ ფაქტებისა და გამონათქვამების ანალიზით, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ. არცერთი მისწრაფება იქითკენ, რომ სახელმწიფოს ხელი შეუწყონ, არცერთი მოწოდება იქითკენ, რომ ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთონ. ერთი და იგივე სცენარი - როგორც შევცვივდეთ პლენარული სხდომის დარბაზში, როგორ ავრიოთ იქ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენსკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავს ცუდი მთავრობა“, - განაცხადა წულუკიანმა.