logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება და გაგრძელდება უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა
- +

28 თებერვალი. 2022. 22:31

 

 

„ის, რაც უკრაინაში ტრიალებს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ეს არის ის, რაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ უკვე დაგვემართა. ვის, თუ არა ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვესმის, რას შეიძლება განიცდიდეს თითოეული ინდივიდი და სახელმწიფო“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქრონიკა“-ში განაცხადა.

 

„მინდა ვისარგებლო თვენი ეთერით და ყველა უკრაინელს დავუდასტურო ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმები ჩვენ გამოვიყენეთ და ქართველი ხალხის სახელით საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ეს მხარდაჭერა. ეს იყო ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტის მხარდაჭერა თუ სხვა. პრემიერის გადაწყვეტილებითა და ქართველი ხალხის სახელით გაგზავნილია ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. უკრაინაში ყოველწუთიერად იცვლება მდგომარეობა და თუ აღმოჩნდება, რომ ეს არ არის ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საკმარისია მომდევნო დღეებში, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა მზაობაშია, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება კიდევ უფრო გაიზარდოს და გაგრძელდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner