logo_geo
eng_logo
„არ ეშვებიან ჭორაობას საცოდავ პაატაზე...“
- +

6 აგვისტო. 2016. 23:17



ბლოგერი გიორგი ბერეჟიანი პაატა ბურჭულაძის შესახებ საინტერესო წერილს აქვეყნებს:



„არ ეშვებიან ჭორაობას საცოდავ პაატაზე?

Чарлз Дикенс! Ты мне друг, но истина дороже!

კოჯორში ავდიოდი. ავტობუსში ცოტა ხალხი იყო. თემა შევუგდე ტექნიკურად, ყველა აქაქანდა:

 

-რად უნდოდა იმ საცოდავსა? ყველასთვის საყვარელ კაცსა, პოლიტიკაში რომ შევიდა, იმ სიბინძურეში.

 

-მიშამ დაავალა და მიტო შევიდა. მა ტყულად იყო უკრაინაში ჩასული?

 

-ამბობენ მისი შვილი დაუხსნია მიშას ციხიდანა და იმიტომაც ემონება.

 

-ნუ ამბობთ სისულელესა, რა გამოუყვანა, რის გამოუყვანა, ახლაც იქა ზის!

ოპ! რაღაცა ხდება, გავიფიქრე და ჩავერთე:

 

-კი მაგრამ რატომ ზის?

 

-რატომა და კაცი მოკლა!

 

-უი, მკვლელი ყავს შვილი?

 

-მკვლელი კი არა, გმირია! ნარკობარონი მოკლა!

 

-მორფისტია? - შევაგდე შეკითხვა. ტიპი დაიბნა. ცოტა იფიქრა და...

 

-რა მორფისტი, მის წინ ვიღაცა ბავშვი მომკვდარა წამლისაგანა. სიკვდილის წინ უთქვამ იმ ნარკობარონის სახელი და მისამართი, ვისგანაცა უყიდნია ის წამალი. პაატოვიჩი ეგრევე გავარდა და მოკლა! მკვლელია? მკვლელი კი არა ჯიგარია!

 

-პოლიციაში რატომ არ წავიდა? ეგრე როგორ შეიძლება? იქნება მოატყუა ბავშვმა.

უფრო მეტ ხანს იფიქრა:

 

-თურმე ყველამ იცოდა ეგ ბარიგა, მაგრამ ნაყიდი ყოლია პოლიციასა, იმიტომაც მოკლა, იცოდა არავინ დაიჭერდა.

ტიპს სახეზე ეწერა, რომ ვეზიზღები. დაძაბული ელოდა შეკითხვას. შეკითხვა არ დამისვამს, პირდაპირ გავუიასნე:

 

-რიჩო ჯავახიას, (მეტეხის დირექტორი იყო, როცა მოკლეს, ოთხმოცდაათიანებში), შვილი დაადგა, მამაჩემის მკვლელი აქააო. ჯიგრულად გაყოლია. დაიჭირეს მკვლელობის მერე და როგორც თანამონაწილეს 25 წელი მისცეს. კარგა ხანს იჯდა. პაატამ ვერაფერი ქნა, სურენამ გამოაყვანინა. მის მერეა რომ ემონება. აბა ვინც პაატას იცნობს, ვინც იცის მისი ვაჟკაცობის ამბავი, მაგას დაიჯერებს, რომ პაატა ჩუმად ყოფილიყო უმიზეზოდ? როცა სურენა 9 წელი ჩვენს სისხლს სვამდა? ახლაც ვერ უთხრა უარი დახმარებაზე.

 

-კი მაგრამ ეგ რა დახმარებაა? ცალკე პარტია აქვს.

იხტიბარს არ იტეხდა ჭორიკანა.

 

-იცი რას გეტყვი. პაატა ნამდვილად არ არის იმ დონის უნამუსო, რომ ეს ექნა. ცხრაწლიანი დუმილის მერე ეთქვა, "გული ამიტოკდა ხალხის ცუდ ყოფაზეო და მინდა ჩემს ერს ვუშველოო". ახლაა ცუდი ყოფა? როცა ციხეებში გვაწამებდნენ და ქუჩებში შვილებს გვიხვრიტავდნენ, მაშინ კარგი ყოფა იყო?

 

-კი მაგრამ, მიშას რაში ჭირდება?

 

-ნაცები შეყავს პარტიაში, ტექნიკურად ხმებს ყიდულობს. აბა როგორი დასაჯერებელია, რომ 500 ლარიანი კორდინატორი, ფულის გულისათვის კი არაა პაატასთან, მისი იდეები მოსწონს.

გვერდზე მჯდომმა ქალმა მითხრა:

 

-ეგა, შენ რომ გეკამათა, ადრე ნაციონალი იყო, ახლა სად ჯანდაბაშია არ ვიცი.

-მე ვიცი! - ვუპასუხე ქალბატონს, ნაუშნიკები გავიკეთე და "ბლად, სვიტ ენდ სტეარს"-ის სიმღერის "Honor or Disgrace"-ის, ტკბილი ჰანგების ქვეშ ნირვანაში გადავარდი, с чувством исполненного долга! ვებრძვი ვიგოდნიკურ ჭორებს სიმართლით!

პაატა ბურჭულაძე - ტაჩოვკა აკლიათ თქვენებს!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner