logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: შენ თვითონ არ სცემ პატივს არც იმ თანამდებობას, რაც საქართველოში გეკავა და არც იმას, რაც უკრაინაში მოგცეს
- +

28 თებერვალი. 2022. 22:54

 

 

დარდობს, ჩემს სახლში შევლენ, ჩემს ღვინოს გამოწრუპავენო და ლიზინკას გაკრახმალებულ თეთრეულში ჩაწვებიანო. უკრაინელი ოფიციალური პირი ვარ და სათანადოდ მომეპყარითო. სათანადოდო, ამ მართლა სათანადოდ მოსაპყრობმა, - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 „აბა, რა უნდა თქვა ამ მართლა იდიოტზე? დარდობს, ჩემს სახლში შევლენ, ჩემს ღვინოს გამოწრუპავენო და ლიზინკას გაკრახმალებულ თეთრეულში ჩაწვებიანო. უკრაინელი ოფიციალური პირი ვარ და სათანადოდ მომეპყარითო. სათანადოდო, ამ მართლა სათანადოდ მოსაპყრობმა.

 

რა პრეზიდენტობას უნდა ვცეთ პატივი? შენ თვითონ არ სცემ პატივს არც იმ თანამდებობას, რაც საქართველოში გეკავა და არც იმას, რაც უკრაინაში მოგცეს. გაათახსირე და მიწასთან გაასწორე ყველაფერი, რასაც სიტყვა პრეზიდენტი ნიშნავს. ჩემს ღვინოს დალევენო კაცოოუ! ჩემს ღვინოსო! ფუი!“ - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner