logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ნაცებო“, არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, თორემ ხალხის მღელვარება რა არის, ნახავთ საკუთარ თავზე
- +

28 თებერვალი. 2022. 23:35

 

 

„უკრაინის არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორს ალიანსიდან უკრაინაში არც ერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია!!! და საქართველოს, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, უნდა ჩაითრიოთ ამ უმძიმეს პროვოკაციაში??? „ნაცებო“, არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, თორემ ხალხის მღელვარება რა არის, ნახავთ საკუთარ თავზე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა კარგად მომისმინეთ! თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ მართლა?! რას ნიშნავს „ოფიციალური რეისი“ და მოხალისეების გაგზავნა „სამთავრობო ხაზით“? თქვენ საერთოდ აზროვნებთ, თქვე პროვოკატორებო?!!! თქვენ საერთოდ შეგრჩათ საღი აზროვნება ან საკუთარი ქვეყნის სიყვარული? რას ითხოვთ, რომ გავაგზავნოთ ოფიციალური რეისი და ასე ღიად, ოფიციალურად ჩავერთოთ საქართველო, როგორც მხარე - საომარ მოქმედებებში? ნატოს ჯარები დგანან საკუთარი დისლოკაციის ადგილზე!!! უკრაინის არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორს ალიანსიდან უკრაინაში არც ერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია!!! და საქართველოს, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, უნდა ჩაითრიოთ ამ უმძიმეს პროვოკაციაში??? „ნაცებო“, არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, თორემ ხალხის მღელვარება რა არის, ნახავთ საკუთარ თავზე“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner