logo_geo
eng_logo
ნატალია გავრილიცა: მოლდოვამ უკრაინასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი აირჩია
- +

1 მარტი. 2022. 00:17

 

 

პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას თქმით, მოლდოვამ უკრაინასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი აირჩია.

 

მან განაცხადა, რომ მათი ქვეყანა არ აპირებს უკრაინულ „საერთაშორისო ლეგიონში“ გაწევრიანებას.

 

„ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და ყოველთვის ვიმოქმედებთ ნეიტრალიტეტის პრიზმაში. მთავრობა არ მონაწილეობს ასეთ ქმედებებში“, – ციტირებს „ინტერფაქსი” ნატალია გავრილიცას.

 

მოლდოვას პრემიერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. „მოქალაქეებისთვის არანაირი რისკი არ არსებობს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner