პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას თქმით, მოლდოვამ უკრაინასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი აირჩია.
მან განაცხადა, რომ მათი ქვეყანა არ აპირებს უკრაინულ „საერთაშორისო ლეგიონში“ გაწევრიანებას.
„ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და ყოველთვის ვიმოქმედებთ ნეიტრალიტეტის პრიზმაში. მთავრობა არ მონაწილეობს ასეთ ქმედებებში“, – ციტირებს „ინტერფაქსი” ნატალია გავრილიცას.
მოლდოვას პრემიერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. „მოქალაქეებისთვის არანაირი რისკი არ არსებობს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.