ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი გადამწყვეტია და საჭიროა ახლა. ამას ყველა ეთანხმება. წევრ ქვეყნებს მტკიცე პოზიცია აქვთ, გაზარდონ უკრაინის ორმხრივი სამხედრო მხარდაჭერა და მოიგერიონ პუტინის მიუღებელი ქმედებები“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მიღებული უპრეცედენტო მხარდაჭერის პაკეტი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობა. ეს მოიცავს 450 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტს თავდაცვითი მიზნებისთვის, ლეტალური იარაღის დახმარების უზრუნველსაყოფად და 50 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს არალეტალური მარაგებისთვის.