logo_geo
eng_logo
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტები მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას
- +

1 მარტი. 2022. 00:44

 

 

„ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებს მტკიცედ სწამთ, რომ უკრაინა ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას იმსახურებს“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მისცენ საშუალება ევროკავშირის ინსტიტუტებს ნაბიჯები გადადგას უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებისთვის და მოლაპარაკებების პროცესის გახსნისთვის. ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინასა და მის ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner