logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყება: გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის, საქართველო და უკრაინა ერთად
- +

1 მარტი. 2022. 00:45

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

უკრაინის საგარეო უწყებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება გააზიარა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.

 

„გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის, საქართველო და უკრაინა ერთად“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner