logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება: დღეს ყველანი უკრაინის მადლიერები ვართ, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის!
- +

1 მარტი. 2022. 01:08

 

 

საქართველოს ღირსება ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც არის ის, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით, ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა მგდარიყო!

 

ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას - თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს აქ, პარიზში და ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

 

იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი. დღეს ახალი ფანაჯარა იხსნება, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და მინდა ყველას (და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ) ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც ხვალ ევროპის ნაწილი იქნება, იმ ევროპისა, რომელმაც დღეს თავისი ღირსება აჩვენა თავისი ერთიანობითა და უკრაინისადმი თავისი აქტიური მხარდაჭერით.

 

ჩვენ დღეს ყველანი უკრაინის მადლიერები ვართ, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სხვა სურათი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგული იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner