„საფრანგეთს უკრაინაში თავის საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
„პრეზიდენტის მოთხოვნით გადავწყვიტეთ გადაგვეტანა ჩვენი საელჩო კიევიდან ლვოვში უკრაინის დედაქალაქში არსებული რისკებისა და საფრთხეების გამო. ელჩი რჩება უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მოქალაქეებსა და ასევე უკრაინის ხელისუფლებას“, - აღნიშნა მან.