7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს.
პრემიერ-მინისტრი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "შაორის" სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის- „უმასპინძლე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.