logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: ხარკოვი რუსული ქალაქია
- +

1 მარტი. 2022. 01:45

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველზე“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხარკოვი რუსული ქალაქია. მან წამყვანს, გიორგი ნიორაძეს ჩაუსწორა ფრაზა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხარკოვი რუსულენოვანი ქალაქია.

 

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მან ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აღფრთოვანებულია „რუსული ქალაქის“ ბრძოლისუნარიანობით.

 

„მიშა აღფრთოვანებულია უკრაინის ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებით ხარკოვით, რომელიც რუსული ქალაქია. რუსულენოვანი არის დნეპრი, ხოლო ხარკოვი არის რუსული ქალაქი", - განაცხადა სანიკიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner