logo_geo
eng_logo
ფინეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
- +

1 მარტი. 2022. 01:47

 

 

„ფინეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის“, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

 

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის განმარტებით, უკრაინა ფინეთისგან მიიღებს 2 500 ავტომატს, 150 000 ტყვიას, 1 500 ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასა და 70 000 სურსათის პაკეტს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინეთის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან შემდეგ მიუმხრობელი ქვეყნის იმიჯს ინარჩუნებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner