„ფინეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის“, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის განმარტებით, უკრაინა ფინეთისგან მიიღებს 2 500 ავტომატს, 150 000 ტყვიას, 1 500 ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასა და 70 000 სურსათის პაკეტს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინეთის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან შემდეგ მიუმხრობელი ქვეყნის იმიჯს ინარჩუნებდა.