logo_geo
eng_logo
კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის და რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს აკრძალავს
- +

1 მარტი. 2022. 02:13

 

 

„კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის და რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს აკრძალავს“, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

 

„კანადა გააგრძელებს რუსი სამხედროებისგან უკრაინის გმირული თავდაცვის მხარდაჭერას. ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას, ავკრძალოთ ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. ეს არის ინდუსტრია, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

 

კანადამ უკვე გაუგზავნა უკრაინას იარაღი და არალეტალური შეიარაღება და მხარი დაუჭირა მთელ რიგ სანქციებს, მათ შორის რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner