ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამერიკიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის 12 დიპლომატზე.
გაეროში აშშ-ის მისიამ რუსი დიპლომატები დაახასიათა, როგორც დაზვერვის მუშაკები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რომელიც უარყოფითად მოქმედებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს 7 მარტამდე სთხოვეს აშშ-ის დატოვება. მისი თქმით, რუსეთი ამ ნაბიჯს უპასუხებს, რადგან ეს დიპლომატიური პრაქტიკაა.